„ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს – ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთი დილემებით საზოგადოებასთან საუბარი არ უნდა ხდებოდეს.
რაც შეეხება „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას, რაც ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს, კობახიძემ აღნიშნა, რომ გამოკითხვა ნებისმიერ თემაზე შეიძლება ჩატარდეს.