პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

17 აგვისტო 2025, 17:57 108 ნახვა

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს, – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკო-ს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ცესკო-ს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ იმ სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადმინისტრაციამ 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგა.

 

პოლიტიკურ პარტიებს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა პირველად აქვთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე. შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პარტიებმა, პარტიული სიები, ასევე მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ“, - აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში