ვინ იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებზე ლელოს და გახარიას პარტიებიდან? სავარაუდოდ დღეს გაირკვევა მათი ვინაობა. ორი ოპოზიციური პარტია, საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ, თუმცა ამ დრომდე ვინაობას არ ასახელებენ.
ორი პოლიტიკური სუბიექტის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძისა და გიორგი გახარიასთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.
პარტიაში აცხადებენ, რომ ამ კონსესუსით ხალხს სწორედ თანამშრომლობის იმ მოდელს შესთავაზებენ, რაც მათი თქმით სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს.
აქვე გეტყვით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე თვეა გერმანიაშია, ხოლო "ლელოს" ორივე დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა აქვთ შეფარდებული.