ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი, თანხა მინდა და მედალი არ მინდა, უხერხულია - მამუკა მდინარაძე გიორგი ცინცაძესთან დაკავშირებით POSTV-ის ინფორმაციაზე

18 აგვისტო 2025, 16:25 160 ნახვა

არ ვიცი, მე მგონი, ამას ბევრი კომენტარი არ სჭირდება. ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანები გამოდიან და ამბობენ ღირსების მედალზე [უარს] ამ პოლიტიკური უმეცრების ნიადაგზე და შემდეგ აღმოჩნდება, რომ თავად წარუდგენია მონაცემები, ფული ჩამირიცხეთ, მედალი არ მინდაო, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, შესაბამისი შეკითხვის პასუხად.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „პოსტივის“ ინფორმაციით, კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც ღირსების ორდენზე დემონსტრაციულად თქვა უარი, ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფედერაციაში გააგზავნა საკუთარი საბანკო ანგარიში და ფულადი ჯილდო აიღო. რა იქნება თქვენი შეფასება?“.

„გაქვს რაღაც პოლიტიკური მრწამსი, გასაგებია, მაგრამ არსებობს რაღაც საკითხები, რაზეც არ დავობენ, არსებობს რაღაც საკითხები რაშიც არ უნდა შეხვიდე და თუ შედიხარ, ის მაინც შეძელი, რომ თანხაზე თქვი უარი, იტყვი რომ არც თანხა მინდა ამათი გამოყოფილი და არც მედალი და თანხა მინდა და მედალი არ მინდა - უხერხულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში