პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

18 აგვისტო 2025, 21:21 84 ნახვა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი გიორგი შარაშიძე დაასახელეს.

თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, ვიცე-მერობის კანდიდატებიც დაასახელეს. კერძოდ, მათი კოალიციიდან ვიცე-მერობის კანდიდატები იქნებიან ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი.

"ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა რიყის პარკში გაიმართა. კუპრაძე კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.

შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასულ თვეში გააფორმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში