თორნიკე რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს - პრემიერი

19 აგვისტო 2025, 16:09 141 ნახვა

თორნიკე რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მას თორნიკე რიჟვაძესთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური საშუალება არ იყო. მას ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება წარიმართება, ყველაფრის გასაჯაროება შეიძლება, მათ შორის იმ კადრების, რაც არსებობს. შეგიძლიათ დაინტერესდეთ პროკურატურასთან, ამ კადრების გასაჯაროებას წინ ვერაფერი დაუდგება. ისეთი კადრებია, რომელიც უშუალოდ ამ შემთხვევას არ ასახავს, თუმცა შესაძლოა, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. დაინტერესდით პროკურატურასთან და გაგიზიარებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში