არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება - „სამართლიანი არჩევნების" პრესკონფერენცია

21 აგვისტო 2025, 14:08 115 ნახვა

ქვეყანაში არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები დიდწილად არ არის დაცული და  სამართლიანი არჩევნები მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, – ამის შესახებ ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე თქმით,  გააგრძელებენ მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას.

„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციაში ამბობენ, ბოლო წლებში მედიის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა, ასევე მკვეთრად შეიზღუდა არჩევნებზე ობიექტური, უპარტიო საერთაშორისო და ადგილობრივი დაკვირვების შესაძლებლობა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი