სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.
ოხანაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლა.