30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება - პრეზიდენტი

24 აგვისტო 2025, 11:24 158 ნახვა

30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში,  კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე,  აღმასრულებელი, საკანონმდებლო , სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნლები,  კონსტიტუციონალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მიხეილ ყაველაშვილმა მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე – 1995 წლის 24 აგვისტოს, ზუსტად 30 წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა პირველ, 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნების პროცესში უმთავრესი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონი, უზენაესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს სამართლებრივად არეგულირებს. მკაფიოდ უზრუნველყოფს თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის ბალანსს, რისი საბოლოო მიზანიც თითოეული ადამიანისთვის უსაფრთხოების და კეთილდღეობისკენ სწრაფვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი