საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ირაკლი კობახიძე მილოცვის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობასა და ნათელ მომავალს და კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობასა და მეგობრობას უკრაინელი ერის მიმართ”, - წერს პრემიერი.