რვა ოპოზიციური პარტიის მიერ 13 სექტემბრისთვის დაანონსებული აქცია დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა. გახარიას პარტია ერთ-ერთია, რომელიც პროტესტს არ უერთდება, თუმცა აქ აცხადებენ, რომ მათი მიზანი მაინც უცვლელია - ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა.
რაც შეეხება ქუჩის საპროტესტო აქციებს, ენმ-ში მიაჩნიათ, რომ ისინი კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით უკომპრომისო ბრძოლაში არიან და არ აპირებენ კურსის შეცვლას.
მმართველი გუნდისთვის კი არ აღმოჩნდა მოულოდნელი ოპოზიციის გეგმა და ანონსი.
სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რევოლუციურ სცენარებს საქართველოში განვითარება ვერ ექნება.