ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს განცხადება

27 აგვისტო 2025, 11:51 121 ნახვა

ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო საქართველოს კანონზე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი” მოსაზრებას აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულ ზომებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება.

დოკუმენტის მიხედვით, აქტში გათვალისწინებული ბევრი დებულება ვერ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

ასევე აღნიშნულია, რომ აქტში მოცული ზომები არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მიაჩნია, რომ ასეთ გარემოებებში, აქტის იმპლემენტაცია მძიმე და გაუმართლებელ ზიანს გამოიწვევს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის, შეუსაბამო იქნება ვალდებულებების ფართო სპექტრთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში