პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის" განცხადება

01 სექტემბერი 2025, 11:09 129 ნახვა

''მემარცხენე ალიანსი'' პოლიტიკაში ბრუნდება. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ იმ ძირითად მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიის ლიდერების თქმით, მათი მთავარი საზრუნავი, ტყუილი ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

მემარცხენე ალიანსის ლიდერებმა ქვეყანაში არსებულ პოლოტიკურ გარემოზე ისაუბრეს და მმართველი გუნდი საზოგადიების მოტყუებაში დაადანაშაულეს.

მათ ყურადღება, ევროკავშირზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ დღეს ევროკავშირის ეკონომიკას სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში