საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში, 3 თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სტაჟირებით დაინტერესებულ პირებს, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციაზე.
ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტაჟიორი
იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი
საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის სტაჟიორი
მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტაჟიორი
საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის სტაჟიორი
საქმისწარმოების დეპარტამენტის სტაჟიორი