გიორგი გახარიას განცხადება - შეფასებები

02 სექტემბერი 2025, 14:09 120 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებაში სკანდალურს ვერაფერს ხედავენ „ლელო ძლიერი საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციაში. პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თავისი შეხედულება გააჩნია, თუმცა მათ, როგორც პარტნიორებს თვითმმართველობის არჩევნებში ერთი მიზანი - ბიძინა ივანიშვილის დამარცხება აქვთ.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' კი ამბობენ, რომ პირიქით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიები ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობენ, უფრო მეტიც რეზო ხარაზის შეფასებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანდატებით ვაჭრობს. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ რომ, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმი არ არის გამართლებული.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით მანდატებზე უარის თქმა პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას იწვევს, რაც მისი შეფასებით, რამდენი პოლიტიკურ სუბიექტს ემუქრება კიდეც.

გიორგი გახარიამ გუშინ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს რომ მისმა გუნდი საკანონმდებლო საქმიანობას შეუერთდეს. გახარიას თქმით, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში