პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.
მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.
კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა მდინარაძეს სუს-ის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
პაპუაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძე კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას.