პარლამენტმა მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის, თორნიკე ფაღავას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

03 სექტემბერი 2025, 15:10 7851 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის, თორნიკე ფაღავას უფლებამოსილება ცნო.

სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

პარლამენტმა მამუკა მდინარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს დაამტკიცა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში