საქართველოში დემონსტრანტებისთვის პატიმრობის შეფარდება განსხვავებული აზრის ჩასახშობად მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას ასახავს, - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.
საერთაშორისო ორგანზიაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, „ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 20 დემონსტრანტისთვის, მათ შორის, აქტივისტ საბა სხვიტარიძისთვის და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისთვის პატიმრობის განაჩენის გამოტანას ეხმაურება“.
განცხადების თანახმად, „აღნიშნული საქმეები ასობით დემონსტრანტისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლების სისტემურ დარღვევას აღნიშნავს“.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს უსამართლო განაჩენები და უზრუნველყოს საბა სხვიტარიძის, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვების გათავისუფლება და მათთვის ხელახალი სამართლიანი სასამართლო პროცესების ჩატარება - აღნიშნულია განცხადებაში.