„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ხაზარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როდესაც პარტიის ლიდერები ციხეში ისხდნენ.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საკუთარ ოფისში 23 ივნისს დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.