"ლელოს" ლიდერების შეწყალება-შეფასებები

06 სექტემბერი 2025, 11:59 122 ნახვა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ვინაიდან  „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს და მსგავსი ბრალდებით დაკავებული სხვა ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ ციხეში რჩებიან, შეწყალების აქტს საკმაოდ დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა ახლავს.
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის გზა აქვს არჩეული, „ლელოს“ლიდერებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის გადაწყვეტილების შეცვლისკენ და ბოიკოტის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. გამონაკლისი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლისთვისაც ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ლიდერების პარტია პოლიტიკურად დასრულებულია.  კრიტიკას არ იზიარებენ ლელოში და საარჩევნო პროცესში რჩებიან.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი