ქვეყანაში მიმდინარე აქციები და ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები შეაფასა პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით რადიკალიზმის ასეთ გამოვლინებას ევროპელი წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს. ირაკლი კობახიძემ „ ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს მიმართა და მოთმინებისკენ მოუწოდა.