გუშინ კვლავ ვიხილეთ ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა - შალვა პაპუაშვილი

06 სექტემბერი 2025, 17:08 112 ნახვა

გუშინ კვლავ ვიხილეთ ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვლის თქმით, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი გუშინ კვლავ თავს დაესხა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს.

„გუშინ გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს.

 

გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა. დღეს კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი