ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა

07 სექტემბერი 2025, 12:10 144 ნახვა

ყველაზე დიდ სადამკვირვებლო მისიას მიმართვა უკვე გაეგზავნა. ახლა ჯერი საერთაშორისო ორგანიზაციაზეა -მთავრობის ოფიციალურ მიმართვას ეუთო/ოდირი ჯერ არ გამოხმაურებია. შესაბამისად, უცნობია დააკვირდება თუ არა ეუთო/ოდირი 4 ოქტომბრის არჩევნებს. მმართველი გუნდი მზადაა ეუთო/ოდირს სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველანაირი პირობა შეუქმნას. პარალელურად იმედოვნებს, რომ ორგანიზაცია ზეწოლის მიუხედავად, საქართველოში მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოში ეუთო/ოდირის ჩამოსვლა ოპოზიციის სურვილიცაა, თუმცა ყველასი არა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფებისთვის სულ ერთია, რა მასშტაბის მისია დააკვირდება საარჩევნო პროცესს, განსხვავებით არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისგან.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი