ბათუმში სპორტული ფილმების ფესტივალი გაიხსნა. პირველი საერთაშორისო სპორტული ფილმების ფესტივალი ,,ნიკე“ ბათუმში ტარდება. აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება და რამდენიმე სპორტულ თემატიკაზე შექმნილ საკონკურსო ფილმებს წარუდგენს მაყურებელს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა ღონისძიების გახსნის ფარგლებში ირაკლი პაპავას არასაკონკურსო ფილმი ,,ლელობურთის შთამომავლები“ წარადგინეს. ფესტივალის მიზანი კინემატოგრაფიაში სპორტის პოპულარიზაციაა. სპორტული ფილმების კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიც.