ეუთო/ოდირ-ის მოწვევა არჩევნებზე და შეფასებები

08 სექტემბერი 2025, 15:05 130 ნახვა

ეუთო ოდირ-ის მოწვევა სწორი გადაწყვეტილებაა. ასმაგი იქნება ზეწოლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღეთ, რადგან არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორგანიზაციის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან რა სახის ბულინგი იყო, როცა დასკვნა არ მოეწონათ. ორგანიზაციის მოწვევის მიზანია, რომ დასამალი არაფერი გვაქვს.  

„პროპაგანტისტული  ხრიკი“ - ასე უწოდებს ქართული ოცნების მიერ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მისიის მოწვევის ფაქტს ლელოს წევრი გიორგი სიორიძე. მისი განცხადებით, ასეთ მოკლე დროში, მისია ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას ვერ ვერ მოახერხებს და ფაქტიურად  ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა არჩევნების მონიტორინგი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი