ცვლილება შედის „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში''

09 სექტემბერი 2025, 12:01 169 ნახვა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განხორციელდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას - მსგავსი შინაარსის ცვლილება შედის „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში'', რომელსაც საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ, კანონპროექტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი