ერთიანი გუნდით, მთელი ძალისხმევით ვაპირებთ მუნიციპალიტეტი გამორჩეულ ადგილად ვაქციოთ არამხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სტუმრებისთვის - ირაკლი ცეცხლაძე

10 სექტემბერი 2025, 09:14 138 ნახვა

"ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე  აცხადებს, რომ მისი მიზანია ერთიანი გუნდით, მთელი ძალისხმევით მუნიციპალიტეტი გამორჩეულ ადგილად აქციოს არამხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სტუმრებისთვის.

ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელია. როგორც ამბობს მისთვის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები ნაცნობია და შესაბამისად თითოეული პროექტის დაგეგმვა ადგილობრივების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება.  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს გამოყოფს, რომელიც ბოლო წლების გამოწვევა იყო მუნიციპალიტეტისთვის, ეს არის ეკომიგრანტი ოჯახების საკითხი. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა.  პროექტის ფარგლებში 126 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება.

ასევე, ქობულეთში ბოლო პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია  ფიჭვნარის ბულვარის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის დასრულებით ქობულეთის სანაპირო ზოლი სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი იქნება. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ტურიზმთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ირაკლი ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველა დაწყებული პროექტი დასრულდეს. მნიშვნელოვან სიახლეებს გეგმავს ქობულეთის უფრო მეტად განვითარებისთვის. ერთიანი გუნდით, მთელი ძალისხმევით აპირებს მუნიციპალიტეტი გამორჩეულ ადგილად აქციოს არამხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სტუმრებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი