საქართველოს იუსტიციის მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს შეხვდა. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე.
ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში გატარებულ რეფორმებს, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს, პაატა სალიამ აბდულა ალ ნუაიმი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2026 წელს, იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.