საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჩართულობა, განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების ადმინისტრირებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის სტრატეგიაზე.
საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც ორი უწყება ამომრჩევლებისთვის მასშტაბურად ახორციელებს.