წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები თუ იყო, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები ვიქნებით - პრემიერი

12 სექტემბერი 2025, 17:22 111 ნახვა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისკენ, რომ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა, მთავარია მიმდინარე პროექტების ხარჯეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა.

„ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამასაც სჭირდება რეაგირება. პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციის ეფექტი, თუ არ არის მაგალითები ბუნებრივია, ცდუნება რჩება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, კორუფცია ზოგადადა არის დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი