უნდა დადგინდეს ვის უნდა ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ვინ ცდილობს ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას სუს-ი აწარმოებს.
ხომ არ არის კავშირი ამ საქმესა და 4 ოქტომბერს დაანონსებულ პროცესებს შორის? მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ ამით უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს.
ირაკლი კობახიძემ შეაფასა თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ლევან ხაბეიშვილის დაკავებებიც.