კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო დღეიდან მიიღებს - ღვინის ეროვნული სააგენტო

13 სექტემბერი 2025, 12:39 129 ნახვა

კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან დასეტყვილ საღვინე ყურძენს  – 1 კილოგრამს 1 ლარად –  დღეიდან მიიღებს. ინფორმაციას ვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, პირველადი მონაცემებით, 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.

„რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

 

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

 

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებულია 27 ათასი ტონა ყურძენი.​​​​​​“,  – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი