ლევან ხაბეიშვილის დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიტიკოსის დაკავება საჯარო განცხადებისთვის ქვეყანაში დამყარებული რუსული ტიპის დიქტატურის დასტურია, ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ რომ ლევან ხაბეიშვილს მოწოდება ქმედებაზეა გათვლილი რომელიც კანონის კონკრეტული მუხლის დარღვევაა.