რატომ აგზავნის ეუთო/ოდირი სადამკვირვებლო მისიას ჩეხეთში და უარს ეუბნება საქართველოს?-ეს კითხვა მმართველი გუნდის წევრებს აქვთ სადამკვირვებლო მისიის მისამართით.
''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ დროის თითქმის ერთიდაიგივე მონაკვეთში მოწვევის მიუხედავად, მისიამ საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო მისიაზე უარი უთხრა.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეუთო/ოდირი დილემის წინაშე იდგა. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ უარის მიზეზი ''ქართული ოცნების'' პოლიტიკაა.