ერთი თვე საკმარისი დრო იყო, რომ ეუთო/ოდირ-ი ჩამოსულიყო, თუმცა გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გამოიარეს საქართველოში, მესმის, რომ მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ - პრემიერი

15 სექტემბერი 2025, 19:50 107 ნახვა

რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირის მოწვევა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა.

„არის ჩეხეთის მაგალითი, ერთი თვით ადრე იყო ზუსტად, 2-ში მოიწვიეს. მისიის ანგარიშში წერია სწორედ ის, რომ ელოდებოდნენ მოწვევას, მოსალოდნელ მოწვევას უკავშირდებოდა, მოწვეული არ იყო. მინდა, შეგახსენოთ, რომ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2008 წელს 5 იანვარს, 2007 წლის 6 დეკემბერს მოიწვიეს, ერთი თვე ეყო მაშინ ეუთო/ოდირს. ამიტომ აქ სასპეკულაციო საერთოდ არაფერია, რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირიჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი