„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მიაწოდა.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის, როგორც გასულ წლებში, ასევე მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ახალი პროგრამები, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოება, მიმდინარე პროგრამების გაგრძელება და რაიონული გამგეობების პროგრამები.