ვლინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისი, შემაშფოთებელია, როცა ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს უკრაინის ხელისუფლება - პრემიერი

16 სექტემბერი 2025, 17:23 114 ნახვა

საქმის მასალებიდან როდესაც ამ ეტაპზე, ვლინდება, რომ ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი, კიდევ მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის საქმეს ეხებოდა.

კობახიძის თქმით, დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა.

„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს უკრაინის ხელისუფლება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენი დეტალები უნდა გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. როდესაც საქმის კონკრეტული ფიგურანტი, დაკავებული პირი პირდაპირ აცხადებს, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან, როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე, ვლინდება, რომ ამ ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი, ეს კიდევ მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას. დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი