„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ქართული ოცნების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, ჭითანავა აკაურთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატ ფარუხ სარიევთან ერთად, აკაურთის, სენების, ბერთაკარისა და ძველი ქვეშის მცხოვრებლებს შეხვდა.
კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.