ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა- ასეთია ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირება.
ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, რომ თუ ის გახდება მერი, გამოცდილება, რომელიც საკრებულო წევრობის დროს მიიღო მუნიციპალიტეტის განვითარებაში დაეხმარება.