ირაკლი კობახიძე ქობულეთში, „ჩელე არენის“ მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

17 სექტემბერი 2025, 16:46 121 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, ქობულეთში „ჩელე არენის“ მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში შეიცვალა მინდვრის საფარი, ორ მცირე სტადიონზე მოეწყო განათებები, განხორციელდა ტრიბუნებისა და ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

ამასთან, მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც განათებებისა და ტრიბუნების მოწყობას მოიცავს, წლის ბოლომდე დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 3 მილიონ ლარამდეა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი