"ძლიერი საქართველო ლელოსა" და " გახარია საქართველოსთვის" პარტიებმა ბათუმის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
პარტიების გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობის შეთანხმებული კანდიდატი გოჩა გუგუნავა იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კი ვაჟა დარჩია.
ქალაქის 10 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციურმა პარტიებმა კვოტები შემდეგნაირად გადაინაწილეს.
6 ოლქში "ძლიერი საქართველო ლელო"-ს კანდიდატები იბრძოლებენ, დანარჩენ 4 ოლქში კი "გახარია საქართველოსთვის".
პროპორციული სიები პარტიებს ცალცალკე ექნებათ, რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს კანდიდატებს ისინი უახლოეს დღეებში წარადგენენ.