კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველას, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა.
„შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა. როგორც ჟარგონზე იტყვიან, ე მანდ არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, რადგან სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება, კანონი ასე მარტივად დაარღვიოს ადამიანმა. კანონის დარღვევას სადაც ვნახავთ, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - აცხადებსპრემიერმა.