​ოპოზიციის გეგმები - შეფასებები

18 სექტემბერი 2025, 13:52 101 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე აქტუალობას არ კარგავს საკითხი ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ. 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას და ე.წ. მშვიდობიან დამხობას გიორგი გახარია ქართული ოცნებისთვის გაკეთებულ საჩუქარს უწოდებს.

გიორგი გახარიამ სატელევიზიო ჩარტის დროს განაცხადა, რომ  მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და „ოცნების“ ლეგიტიმაცია იყო.

გახარიას ამ განცხადებას დღეს ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. ანა წითლიძემ გიორგი გახარიას „უპასუხისმგებლო, მშიშარა" უწოდა და განაცხადა, რომ ის „ტროას ცხენად“ დარჩა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი