ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2025, 18:27 109 ნახვა

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება, -  განაცხადა ფოთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მრავალი წელია, საზოგადოებას ესმის საუბრები რადიკალიზაციასა და რადიკალურ სცენარებზე, თუმცა არცერთი ასეთი საუბარი წარმატებით არ დასრულებულა, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

„მთლიანად ოპოზიცია არის გაურკვევლობაში, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს და არის კიდევ ორი პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებენ. ფუნქცია ამ კუთხითაც დაკარგული აქვთ. შესაბამისად, მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ისაუბრონ რაღაც რადიკალურ სცენარებზე. თუმცა ასეთი საუბრები რადიკალიზაციაზე, რადიკალურ სცენარებზე გვახსოვს უკვე მრავალი წელია და ისიც გახსოვთ, რომ არცერთი საუბარი არ დასრულებულა წარმატებით, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდა რადიკალური სცენარების განხორციელების საშუალებას. მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი