4 ოქტომბერს იქნება არჩევანი - გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი 2025, 12:38 92 ნახვა

4 ოქტომბერს იქნება არჩევანი - გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიზანი ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებაა.

„დასრულების ფაზაში გადადის წინასაარჩევნო კამპანია, ყველა ხედავს, ქვეყანაც და, რაც მთავარია, ჩვენი დედაქალაქი ხედავს, ვინ არის საქმით მოსული და ვის აქვს საქმიანი გეგმა, ვინ ფიქრობს ქალაქზე და თანამოქალაქეებზე და ვისი აზრები ცოტა სხვაგან ტრიალებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის განწყობები, რომელიც დღეს გვაქვს მთლიანად ქვეყანაში, დედაქალაქში, აჩვენებს, რომ უალტერნატივო არის კახი კალაძის გამარჯვება. ჩვენ ვთქვით, ჩვენი მიზანი პირველივე ტურში კახის გამარჯვებაა და ყველა მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში შესაბამისი გამარჯვება და უმრავლესობის მოპოვება. ასე, რომ წარმატება კახის და ყველა ის გეგმები, რომელსაც ეს პერიოდია ვისმენთ, დარწმუნებული ვარ, მომავალ ოთხ წელში ყველაფერი შესრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ზაზა ნოზაძეს სიმღერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა ზაზა ნოზაძეს ამ ინიციატივისთვის და იდეისთვის. მშვენიერი სიმღერა გამოვიდა, სულ რომ გავეშვათ წინასაარჩევნო კონტექსტს. გოგი ცაბაძე და მისი სიმღერები რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული, განუყოფელი ნაწილია ჩვენი დედაქალაქის და ქალაქში მცხოვრები ადამიანების. ამიტომ მისი სიმღერის ამ სახით წარმოდგენა ძალიან საინტერესოც იყო და ემოციური და ენერგიული, მათ შორის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში.

ის შინაარსი, რაც ჩადებულია ამ კლიპშიც, რაზეც შიგნით არის საუბარი გარდა ძირითადი ტექსტისა, საუბარი ჩვენს კულტურაზე, ტრადიციებსა და წესებზე. ეს არის ის, რაც უნდათ, რომ დაუკარგონ ამ ქალაქს - ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია ჩვენი წესები. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ მათ გინებას, ბოღმას უწესობას. ეს არის პრინციპში ის, რის შორისაც 4 ოქტომბერს იქნება არჩევანი - გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი