ირაკლი კობახიძესთან განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი

20 სექტემბერი 2025, 10:03 105 ნახვა

დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი განვითარების საერთო პრიორიტეტებსა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი X-ზე წერს.

როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი აღნიშნავს, არაბთა გაერთიანებული საამიროები კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია.

„დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი განვითარების საერთო პრიორიტეტებსა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში. არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლავაც ერთგულია კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების, თანამშრომლობის ხიდების აგებისა და საყოველთაო ზრდის, პროგრესისა და სტაბილურობის ხელშეწყობის”, – აღნიშნავს შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი