საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახლად დანიშნულ ელჩებს უმასპინძლა

47 წუთის წინ 75 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებს მიღებაზე უმასპინძლა.

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, ისრაელის, პორტუგალიის რესპუბლიკის, მონტენეგროს, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ავსტრალიის თანამეგობრობის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ბელორუსის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ომანის სასულთნოს, ახალი ზელანდიის, ყირგიზეთის რესპუბლიკისა და ჩილეს რესპუბლიკის ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი