საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში

21 სექტემბერი 2025, 20:00 111 ნახვა

საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უკვე ნიუ-იორკშია სადაც გაეროს 80-ე სესიაზე მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. 

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.   

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 სექტემბრამდე დარჩება.  პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურნენ ხელისუფლებაში, კახა კალაძემ ხელისუფლების გზავნილებზე ისაუბრა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი