დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ერევნის მერის თქმით, თბილისის მსგავსად, ერევანიც დიდ მნიშვნელობას უთმობს სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე