აჭარის კულტურის მინისტრი უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების, საჯარო ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარების მინისტრებს შეხვდა.
ასევე შეხვედრები გამართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
მომავალი წლისთვის, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა და ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლი დაიგეგმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე